გია ჟორჟოლიანი: პრეზიდენტის მოსაზრებები უნდა გახდეს ანალიზის საფუძველი

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა არის ღია და ეფექტური, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.
ჟორჟოლიანი საპარლამენტო სისტემის გაძლიერების მომხრეა. მისი თქმით, საქართველოში საპარლამენტო მმართველობა უნდა გაძლიერდეს, შესაბამისად ჟორჟოლიანი თვლის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა იყოს წარმომადგენლობითი.
„საბოლოო ჯამში ტრადიციულ საპარლამენტო სისტემას ვემხრობი და მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩეს რომელიმე წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ. მე მომხრე ვარ კლასიკური საპარლამენტო წყობის. პრეზიდენტის მოსაზრებები უნდა გახდეს ანალიზის საფუძველი, თუმცა განცხადება, რომელსაც პრეზიდენტი აკეთებს, შექმნილ სიტუაციასთან ადეკვატურია. ჩვენ სერიოზული ცვლილებები გვჭირდება კონსტიტუციაში. მე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ცვლილება, რომელიც ჩვენს მიერ არის წარმოდგენილი – ერთი საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით და მეორე ჩვენი სახელმწიფოს სოციალური ფუნქცია. საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა უნდა მოისმინონ ყველა წამოჭრილი მოსაზრება, მაგრამ გადამწყვეტის ფუნქცია უნდა მივანდოთ საკონსტიტუციო კომისიას“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები