უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით მიღებული რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.
საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა 28 მარტიდან ამოქმედდება. ევროპარლამენტში, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას ხელი პირველ მარტს მოეწერა. ისტორიულ დოკუმენტს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანმა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – მალტის საპარლამენტო მდივანმა, კრის აგიუსმა მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონიას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები