გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს იტალიის პრემიერ-მინისტრ პაოლო ჯენტილონისთან. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანჯელინო ალფანოსთან, იტალიის სენატის პრეზიდენტთან, პიეტრო გრასოსთან, იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრთან, კარლო კალენდასთან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს იტალია-საქართველოს ბიზნესფორუმში და წაიკითხავს საჯარო ლექციას საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე და “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელი დავით საგანელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები