საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ებრაელთა საქველმოქმედო ცენტრის დირექტორი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს ებრაული თემისადმი განსაკუთრებული დამსახურებისა და ქართულ-ებრაული ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი მრავალწლიანი წვლილისათვის, საქართველოს ებრაელთა საქველმოქმედო ცენტრის, „ხესედ ელიაჰუს” დირექტორი და თბილისის ებრაელთა სათემო სახლის ორგანიზაციების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რევაზ შათაშვილი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ჯილდო რევაზ შათაშვილს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა დღეს პირადად გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები