თამარ ჩიბურდანიძე: დევნილების მიღება ქართულ ეთნოსს შეამცირებს

“თუკი დევნილები შემოვლენ ქვეყანაში, ქართველი ერის მდგომარეობა უფრო დამძიმდება”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელმა, თამარ ჩიბურდანიძემ განცხადა.
თამარ ჩიბურდანიძე დევნილების მიღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და თვლის, რომ სხვა ქვეყნის დევნილების მიღება საფრთხეს შეუქმნის ქართული გენეტიკის განვითარებას. თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როცა ქვეყანას საკუთარი დევნილები ჰყავს, სხვა ქვეყნის დევნილების მიღება დაუშვებელია.
„ქართული ეთნოსი ადვილად ასიმილირდება სხვა ეთნოსთან, ამიტომ დევნილების მიღება – ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, არც მინდა, რომ დავიჯერო, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის ქართულ გენოფონდს, მით უმეტეს, როცა ქვეყანაში გვყავს საკუთარი დევნილები, ასევე, ეკომიგრანტები, ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ქვეყანამ არ უნდა მიიღოს სხვა ქვეყნის დევნილები“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები