გიორგი კახიანი: პროპორციულ სისტემაზე გადასვლა როდის მოხდება, ამის თქმა გამიჭირდება

 ​”პროპორციულ სისტემაზე გადასვლა როდის მოხდება, ამის თქმა გამიჭირდება”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა. ​კახიანის ინფორმაციით, საკონსტიტუციო კომისიის წევრების დიდი ნაწილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მომხრეა.
„რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, საკონსტიტუციო კომისიის დიდი ნაწილის მოსაზრებაა, რომ გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, არის საუბარი ასევე სამხარეო პროპორციული სისტემის შექმნასთან დაკავშირებით, თუმცა დღეის მდგომარეობით, ძნელია იმის თქმა, თუ როდის მოხდება საარჩევნო სისტემის შეცვლა. ამ შეცვლის მიზანი უნდა იყოს პარტიული პლურალიზმი და ამ ყველაფერმა ხელი არ უნდა შეუშალოს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. პროპორციულ სისტემაზე თუ გადავალთ, უნდა არსებობდეს გარკვეული ბალანსი, პარტიულ პლურალიზმზე და ქვეყნის სტაბილურობაზე გათვლილი. 2%-იანმა ბარიერმა შეიძლება, ხელი შეუწყოს ეგრეთ წოდებული ჭრელი პარლამენტის ჩამოყალიბებას, თუ ბლოკები დარჩება, არის მოსაზრება, რომ ბარიერი გაიზარდოს“,- განაცხადა გიორგი კახიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები