გიორგი კახიანი: პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება იყო პასუხი პრეზიდენტის შეფასებაზე

“სამწუხაროა პრეზიდენტის დამოკიდებულება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
გიორგი კახიანის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ შეფასებები პრეზიდენტის განცხადებების გამო გააკეთა. კახიანი თვლის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, როცა აცხადებენ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცა ხდება და რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება პასუხი იყო პრეზიდენტის შეფასებაზე.
“მიმდინარეობს ინტენსიურად მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, თითქოს ხდება პრეზიდენტის უფლებების შეკვეცა. საუბარია სასამართლო ხელისუფლების გაძლიერების თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებების განხორციელებაზე, ასევე, უშიშროების საბჭოზე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიკრიბება და ამ საბჭოს მუდმივად არსებობა აუცილებლობას არ წარმოადგენს. არჩევნების დანიშვნის შესახებ აქტს გამოსცემს ისევ პრეზიდენტი. პრეზიდენტი არის წარმომადგენლობითი ფუნქციის მატარებელი, მე პრეზიდენტი წარმომიდგენია, როგორც ძლიერი არბიტრი, ის უნდა იყოს ნეიტრალური ფიგურა, რომელიც გაძლიერდება კრიზისების წარმოშობის დროს“, – განაცხადა გიორგი კობახიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები