ხვალ დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

5 მარტს, სპორტული ღონისძიების გამო, დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ხვალ 11:00-დან 13:00 საათამდე, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიების ფარგლებში, სანკტ-პეტერბურგის ქ.2/84-ის მიმდებარე ტერიტორიიდან ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მარათონი, “ჩემი გაზაფხული“ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, 2015 წლიდან ტარდება. მარათონი ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ღონისძიებაში მონაწილეობას ჩუღურეთის რაიონში არსებული სკოლის მოსწავლეები და რაიონში მცხოვრები ახალგაზრდები მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები