გიორგი კახიანი: ველოდები სტრასბურგის გადაწყვეტილებას

 „იმედი მაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს იმ გადაწყვეტილების მიმართ მსგავსი სკეპტიციზმი აღარ იარსებებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, იგი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
​”მივესალმები ასეთ გადაწყვეტილებას. გარკვეული მოლოდინი გვქონდა, რომ ეს პროცესი სტრასბურგის სასამართლოში გადაინაცვლებდა და ჩემთვის პირადად, ეს მისასალმებელია, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების იმ მცირე ნაწილშიც კი, რომელშიც შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების მიმართ სკეპტიციზმი არსებობდა, იმედი მაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს იმ გადაწყვეტილების მიმართ მსგავსი სკეპტიციზმი აღარ იარსებებს. ველოდები სტრასბურგის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა გიორგი კახიანმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები