საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის უფლებებზე მსჯელობს

დღეს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეორე და მესამე სამუშაო ჯგუფები მორიგ გაერთიანებულ სხდომას მართვავენ. სამუშაო ჯგუფების წევრებმა დისკუსია კონსტიტუციის 64-ე მუხლიდან განაახლეს, რომელიც იმპიჩმენტის წესს არეგულირებს.„დღეს იმართება სამუშაო ჯგუფების გაერთიანებული სხდომა, სადაც კიდევ ერთხელ განვიხილავთ საქართველოს პარლმენტთან, პრეზიდენტთან, მთავრობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხებზე მსჯელობა რამდენიმე დღის წინ და დღეს უნდა განვაახლოთ დისკუსია კონსტიტუციის 64-ე მუხლიდან, რომელიც  იმპიჩმენტის წესს არეგულირებს”,-განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეორე სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციისგადასინჯვის საკითხებზე მუშაობს, ხოლო მესამე სამუშაო ჯგუფის კომპეტენციაში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვისსაკითხებთან დაკავშირებული კონსტიტუციის შესაბამისი თავები შედის.
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 15 დეკემბერს შეიქმნა, რომლის ფარგლებში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი მუშაობს. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები