ბეწვიანი მამონტები გენეტიკური დაავადების გამო გადაშენდნენ

ბეწვიანი მამონტები მძიმე გენეტიკური დაავადების გამო გადაშენდნენ. ამის გამო ისინი ყნოსვის შეგრძნებას კარგავდნენ და მამონტების ჯგუფში გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ.
ეს დასკვნა კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააკეთეს, რომლებმაც მამონტების დნმ-ის ანალიზი ჩაატარეს. კვლევის დროს, მეცნიერებმა იმ მამონტის დნმ-ი, რომელიც 4 ათასი წლის წინ ცხოვრობდა,  45 წლის წინ მცხოვრები მამონტის დნმ-ს შეადარეს.
ბეწვიანი მამონტები ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ბინადრობდნენ. მათმა პოპულაციამ შემცირება დაახლოებით 10 ათასი წლის წინ დაიწყო. აქამდე ითვლებოდა, რომ ეს ეკოლოგიურმა ფაქტორებმა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები