საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ბელორუსიის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

 საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად, ბელორუსიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გიორგი მარგველაშვილს ბელორუსმა კოლეგამ, ალექსანდრე ლუკაშენკომ უმასპინძლა. ოფიციალურ ცერემონიაზე შესრულდა საქართველოსა და ბელორუსიის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები და პრეზიდენტებმა ბელორუსიის სახელმწიფო დროშას პატივი მიაგეს.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, სახელმწიფო მეთაურებმა ერთმანეთს ბელორუსიის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო დელეგაციების წარმომადგენლები გააცნეს, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ დამოუკიდებლობის სასახლის საზეიმო ცერემონიების დარბაზში ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები