პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 6 ქალი და 1 არასრულწლოვანია

“საქართველოს პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა, მათგან 93  სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებს”, – ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 93 შეწყალებული მსჯავრდებულიდან 6 ქალია, ხოლო 1 არასრულწლოვანი. მათ საპატიმრო სასჯელი გაუუქმდათ, 64 მსჯავრდებულს კი სასჯელი შეუმცირდა.
ქორიძის ინფორმაციით, შეწყალების კომისიამ 16-დან 21 თებერვლის ჩათვლით იმსჯელა და 890 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები