ილონ მასკის ინფორმაციით, მომავალ წელს ადამიანი მთვარისკენ გაფრინდება
ამერიკული კომპანია “SpaceX”-ის ხელმძღვანელის, ილონ მასკის ინფორმაციით, მომავალ წელს ორი ადამიანი მთვარისკენ გაფრინდება. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მისი თქმით, კოსმოსური ხომალდით არა პროფესიონალი ასტრონავტები, არამედ კერძო პირები გაფრინდებიან, რომლებმაც ამაში მნიშვნელოვანი თანხები დააბანდეს.
ამასთანავე, “SpaceX”-ის ხელმძღვანელი ამ პირთა ვინაობას არ ასახელებს და ამბობს, რომ ისინი ერთმანეთს იცნობენ და ეს „ჰოლივუდის ვარსკვლავები არ არიან“. ეს პირები შესაბამის სამედიცინო მომზადებას გაივლიან და ამის შემდეგ, ფრენისთვის მომზადებას დაიწყებენ.
მასკის ინფორმაციით, პირველი კოსმოსური ხომალდი, რომელიც მთვარისკენ გაფრინდება, უპილოტო იქნება, ხოლო 2018 წლის მეორე ნახევარში იქ პილოტირებული ხომალდი გაფრინდება.
ილონ მასკის განცხადებით, ხომალდი კოსმოსური ხომალდებით მთვარეს შემოუფრენს, მაგრამ დედამიწის თანამგზავრზე დაშვება არ იგეგმება.