კალა-უშგულის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კალა-უშგულის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და ლიპყინულის გამო, დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმი, კერძოდ,   ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ.138-კმ.188 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების  მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამავე გზის კმ.1-კმ.138  მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები