პარიზის ამერიკული უნივერსიტეტის მაღალქულიანი სტუდენტები ნუცა მახვილაძის სახელობის დაფინანსებას მიიღებენ

საფრანგეთის ამერიკული უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, მაღალქულიანი სტუდენტები ჟურნალისტ მაია ასათიანის შვილის, ნუცა მახვილაძის სახელობის დაფინანსებას მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაცია თოქ-შოუ „პროფილის“ ფეისბუქის  ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
„ნუცა წარჩინებული სტუდენტი იყო. საფრანგეთის ამერიკული უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, მაღალქულიანი სტუდენტები ნუცას სახელობის დაფინანსებას მიიღებენ. იმ ქართველი სტუდენტების გადაწყვეტილებით კი, რომლებიც ამავე უნივერსიტეტში სწავლობენ, ეზოში ნუცას სახელობის ნატვრის ხე დაიდგმება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები