მეცნიერები: 2100 წლამდე ცხოველების და მცენარეების სახეობათა ნახევარი შეიძლება გადაშენდეს
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ სასწრაფო ზომები არ იქნება მიღებული, 2100 წლისთვის დღეს არსებული ცხოველების და მცენარეების სახეობათა ნახევარი შეიძლება გადაშენდეს. ამის შესახებ საუბარი იყო ვატიკანში გარემოს დაცვის საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე. ინფორმაციას The Guardian-ს ავრცელებს.
ყველაზე დიდ შიშს იწვევს ცხოველთა იმ სახეობების გადაშენების შესაძლებლობა, რომლებიც დედამიწის ბიოსფეროს ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მაგალითად, ნახშირორჟანგს შთანთქავენ ან ნიადაგის რეგენერირებას ხელს უწყობენ.
როგორც ბიოლოგიის პროფესორმა პიტერ რეივენმა განაცხადა, ეს კიდე უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე კლიმატის ცვლილება. თუნდაც იმიტომ, რომ ეს პროცესი შეუქცევადია. „ჩვენ ვაშენებთ აღმოსავლეთ აფრიკაში ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს, რათა მობილური ტელეფონებისთვის საჭირო იშვიათი მინერალები მოვიპოვოთ. ჩვენ საოცარი ტემპებით ვანადგურებთ თევზს ზღვაში, დავანგრიეთ მარჯნის რიფები, ამით ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობა იზრდება და ცხოველების გადაშენების შეუქცევადი პროცესია დაწყებული“ – აცხადებს ბიოლოგი პოლ ერლიჰი.
ასევე მეცნიერები აცხადებენ, რომ ცხოველების და მცენარეების პოპულაციის შემცირებას დედამიწის მოსახლეობის ზრდაც ხელს უწყობს. ის 2100 წლისთვის 3,8 მილიარდით გაიზრდება და 11,2 მილიარდს მიაღწევს.