გიგლა აგულაშვილი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მოადგილე ეკატერინე გრიგალავასთან ერთად, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) წარმომადგენლებს შეხვდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პროექტის „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში-საქართველო“ ფარგლებში მიმდინარე აქტივობებზე იმსჯელეს, რომლის ბიუჯეტიც 8 250 000 ევროს შეადგენს. პროგრამა 4 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს და მისი მიზანი მართვის ეფექტურობის გაუმჯობესებაა.
პროექტი ალგეთის, ყაზბეგის, კინტრიშისა და ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე ხორციელდება. უწყების ცნობით, პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი და მზადდება მენეჯმენტის გეგმები.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. საუბარია მეტი დაცული ტერიტორიების ჩართულობაზე, ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით მუშაობასა და ტურიზმის განვითარებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები