ავრამოპულოსი: საქართველოს მოქალაქეები რამდენიმე დღეში ევროკავშირის ქვეყნებში მგზავრობას ვიზის გარეშე შეძლებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე „ახალ ტფილისში“ გაისეირნეს.
გიორგი კვირიკაშვილი და დიმიტრის ავრამოპულოსი აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კაფე „არიფანას“ ესტუმრნენ, სადაც კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მეცნიერების თქმით, განსაკუთრებით მისასალმებელია ევროკომისარის ვიზიტი თბილისში საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში-ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასკვნით ეტაპზე.
მათ მადლობა გადაუხადეს დიმიტრის ავრამოპულოსს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესისწარმატებით დასრულებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის.
„მიხარია თბილისში დაბრუნება. მშვენიერი ქალაქია, მე გამიმართლა და აქ ადრეც ვიყავი. დღეს უდიდეს სიამოვნებას ვიღებ ამ ღონისძიებით. მშვენიერი საღამოა და ის უკან გვაბრუნებს ამ ქალაქის წარსულში. როგორც მანამდე აღვნიშნე, ჩემი ვიზიტის მიზანი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და რამდენიმე განცხადების გაკეთებაა.
კერძოდ, მოვლენები ძალიან კარგად ვითარდება – როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ამ მნიშვნელოვანი შედეგის მისაღწევად და ახლა ჩვენ სასურველ მიზანს მივაღწიეთ.
სულ რამდენიმე დღეში, თქვენ, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში მგზავრობას ვიზის გარეშე შეძლებთ“,- განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები