საქართველოს ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი ეწვია

საქართველოს ორ დღიანი ვიზიტით ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში ევროკომისარს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დახვდა. მან მედიის წარმომადგენლებთან მაღალი შეფასება მისცა დიმიტრის ავრამოპულოსის ვიზიტს საქართველოში და აღნიშნა მისი განსაკუთრებული წვლილი ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში.
„ევროკომისარის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ვიზალიბერალიზაციის პროცესში და ამ პროცესის წარმატებით დასრულების საკითხში. საქართველოს ევროკომისარის და ევროკომისიის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს და ჰქონდა, როგორც ვიზალიბერალიზაციის მიმდინარეობის ასევე რეფორმების განხორციელების პროცესში“ – აღნიშნა მინისტრმა. მისი განცხადებით ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ შეფასდება საქართველოს განვლილი გზა, ასევე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში სამომავლო გეგმები. “ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რასაც ეწოდება ჩვენი თავისუფალი გადაადგილება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და შენგენის ზონაში, რაც უზრუნველყოფს ჩვენს მეტ დაახლოებას ევროპულ ოჯახთან“ – აღნიშნა მინისტრმა. დიმიტრის ავრამოპულოსი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ხვალვე დაგეგმილია ევროკომისარისა და პრემიერ-მინისტრის ერთობლივი პრესკონფერენცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები