ქუთაისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ქუთაისთან ახლოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები