თედო კობახიძე: თუ ოპოზიცია ამ საკითხს არასამართლებრივად თვლიდა, ჰქონდათ ერთი თვის ვადა მიემართათ სასამართლოსთვის, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს

თუ ოპოზიცია ამ საკითხს არასამართლებრივად თვლიდა, მას ჰქონდა ერთ თვიანი ვადა მიემართა სასამართლოსთვის, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თევდორე კობახიძემ საკრებულოში ზვიად ნაზღაიძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ მსჯელობისას განაცხადა.
“თუ ოპოზიცია ამ საკითხს არასამართლებრივად თვლიდა, მას ჰქონდა ერთ თვიანი ვადა მიემართა სასამართლოსთვის, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს, რადგან არ ქონდათ იმედი, რომ საკითხი მათ სასარგებლოდ გადაწყდებოდა. გამომდინარე აქედან, ოპოზიციამ ეს ყველაფერი გადაიტანა პოლიტიკურ დებატებში და ცდილობს მოაწყოს პოლიტიკური შოუები. რაც შეეხება იურიდიული კომისიის შენიშვნებს, კი ბატონო, ჩვენ მოვითხოვეთ დამატებითი მასალები, რომლებიც უკვე წარმოდგენილი იქნა ურბანული დაგეგმარებისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების სხდომებზე, რომლებიც ჩვენი კომისიის შემდგომ ჩატარდა. სამივე კომისიის მხრიდან საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანას დადებითი რეკომენდაცია მიეცა. მე როგორც იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, საკითხი სამართლებრივად გამართულია და მისი ბათილად ცნობა უსაფუძვლოა“, – განაცხადა თედო კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები