ნუკრი ქანთარია: თუ მოსახლოეობა ენდობა ხელისუფლებას, უნდა ენდოს უსაფრთხოების სამსახურსაც

„თუ ხელისუფლებას ენდობა მოსახლეობა და ენდობა იმიტომ, რომ არჩევნებმა ეს დაამტკიცა. უნდა ენდოს უსაფრთხოების სამსახურსაც“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ “ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ” კანონპროექტის განხილვისას პარლამენტში განაცხადა.
დეპუტატს მიაჩნია, რომ თუ ქვეყანაში სტაბილურობაა ეს მეტწილად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა.
“ოქროს შუალედი ვერ შედგა და ვერც შედგება. ალბათ, ცხოვრება მოგვცემს იმ კითხვებს იმიტომ, რომ რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, აქ არის ნდობის საკითხი. თუ ხელისუფლრბას ენდობა მოსახლეობა და ენდობა იმიტომ, რომ არჩევნებმა ეს დაამტკიცა. უნდა ენდოს უსაფრთხოების სამსახურსაც. დღეს უსაფრთხოება არის უმნიშვნელოვანესი მთლიანად ჩვენს ქვეყანაში და ეს 4 წელი ჩვენ სტაბილურად რომ გავატარეთ და არც ერთი ცეცხლის კერა რომ არ გაჩაღდა მეტწილა სწორედ ამ სამსახურის დამსახურებაა.
მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისეთი მოსმენების დრო წარსულშია, ისტორიას ჩაბარდა და სუს-ის მიუხედავად გარკვეული წნეხისა, მაინც პირნათლად გაართმევს თავს მოვალეობას”,- აღნიშნა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები