ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით მიიღეს

პარლამენტმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით მიიღო. დეპუტატებმა პაკეტის ძირითად კანონპროექტს – ”ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ” 84 ხმით, 5-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.
მანამდე კენჭი უმცირესობის ალტერნატიულ საკანონმდებლო წინადადებებს ეყარა, რაც პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ჩააგდო.
ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტში მეორე მოსმენის შედეგად გარკვეული ცვლილებები შევიდა, ცვლილებების შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.
„ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი ცვლილება და ბევრ ცვლილებასთან დაკავშირებული შეთანხმება. მაგალითად ის, რომ სააგენტოს უფროსის მოადგილეებს აღარ დანიშნავს სუს-ის უფროსი, ასევე სუს-ის უფროსი არ იქნება ექსკლუზიური წარმდგენი კანდიდატისა, ან კანდიდატებისა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს, ასევე სააგენტოს დებულებას არ დაამტკიცებს სუს-ის უფროსი, მას დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა ან პრემიერ-მინისტრი,“- განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები