საკრებულოში „ნაციონალური“ მოძრაობის დეპუტატს ბოთლი ესროლეს

თბილისის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ირაკლი ნადირაძეს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა ილია ჯიშკარიანმა წყლით სავსე ბოთლი ესროლა.
ინციდენტის შემდეგ დეპუტატებმა ერთმანეთისკენ გაიწიეს, მათი გაშველება სხვა დეპუტატებმა მოახერხეს.
ჩხუბის მიზეზი ირაკლი ნადირაძის მიერ ნაზღაიძის მისამართით გაკეთებული რეპლიკა გახდა “რომ ამბობთ, სასამართლოს მიმართეთ სიმართლის გასარკვევად, ვის მივმართოთ ნატავ, ნაზღაიძეს?”, – ამ კითხვით მიმართა საკრებულოს უმცირესობის დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ უმრავლესობის წარმომადგენლებს მას შემდეგ, რაც იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს ურჩია, საკითხის გასარკვევად სასამართლოსთვის მიემართათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები