,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 22 თებერვალს დასაქმების ფორუმი გამართა, რომლის ფარგლებში კომპანია 300 ადამიანს დაასაქმებს.
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და თბილისის საკრებულო.
დასაქმების ფორუმის მიმდინარეობა, გიორგი ცხადაძემ – კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, დავით ნარმანიამ – ქალაქ თბილისის მერმა და გიორგი ალიბეგაშვილმა – საკრებულოს თავმჯდომარემ შეაჯამეს.
GWP წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტების დასაქმების და განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის პროექტებს მუდმივად განახორციელებს.
მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს:
საბურთალოს რაიონში, სხვიტორის ქუჩაზე, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა. კერძოდ, მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა, ზაჰესი – თბილისის დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა დაასრულა, სამუშაოების პარალელურად კი ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა.
დღეს, საბურთალოს რაიონში, კომპანია ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს აწარმოებს – რეაბილიტაციის ფარგლებში, GWP-იმ, საბურთალოს რაიონის მკვებავი წყალსადენის 900მმ-იანი და 1200მმ-იანი მაგისტრალური ქსელების 160 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეცვალა. ამავდროულად, კომპანია დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფისა და მირიან მეფის ქუჩების კვეთაზე 900მმ-იან ახალ ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებს. შედეგად, დიდ დიღომს კვების ალტერნატიული წყარო ექნება, რაც მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები