ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტში მეორე მოსმენის შედეგად გარკვეული ცვლილებები შევიდა

პარლამენტმა ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაასრულა. პროექტში მეორე მოსმენის დროს გარკვეული ცვლილებები შევიდა.
ცვლილებების შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.
„ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი ცვლილება და ბევრ ცვლილებასთან დაკავშირებული შეთანხმება. მაგალითად ის, რომ სააგეტოს უფროსის მოადგილეებს აღარ დანიშნავს სუს-ის უფროსი, ასევე სუს-ის უფროსი არ იქნება ექსკლუზიური წარმდგენი კანდიდატისა, ან კანდიდატებისა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს, ასევე სააგენტოს დებულებას არ დაამტკიცებს სუს-ის უფროსი, მას დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა ან პრემიერმინისტრი,“- განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები