მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი 15 ავტომანქანა და 45 მგზავრი გამოიყვანეს, მათ შორის 5 მცირეწლოვანი ბავშვია

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებთან ერთად ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ნინოწმინდა-წალკა-თბილისის საავტომობილო გზაზე თოვლში ჩარჩენილი 15 ავტომანქანა და 45 მგზავრი გამოიყვანეს. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ნინოწმინდისა და წალკის მუნიციპალიტეტების მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანებიდან 4 მოხუცი და 5 მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
ამ დროისთვის, ყველა მგზავრი და ავტომანქანა ნინოწმინდისა და წალკის მუნიციპალიტეტების მიმდებარე ტერიტორიიდან გამოყვანილია. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები