„საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში ბელორუსიასთან ურთიერთობების განვითარებას ხელს არ შეუშლის“ (ვიდეო)

“ევროკავშირის სტრუქტურებში საქართველოს აქტიური ინტეგრაცია ბელორუსიასთან ურთიერთობების განვითარებას ხელს არ შეუშლის”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „ბელარუსი 1″-ის ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მარგველაშვილი 1 მარტს მინსკში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება.
„ჩვენ ძალზე სასარგებლო ორმხრივი ურთიერთობების განვითარება შეგვიძლია. ეს ბევრ რამეზეა დამყარებული, საქართველოც და ბელორუსიაც ერთმანეთის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერენ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას ბიზნესურთიერთობების განვითარების კარგი პერსპექტივა აქვს.
„საქართველში ვიზიტისას, ალექსანდრე ლუკაშენკომ მე ბელორუსული კარტოფილის თესლი მაჩუქა. მე ის დავთესე და მოვიყვანე, თუმცა ისეთი კარგი არ გამოვიდა, როგორიც ლუკაშენკოს კარტოფილი“, – განაცხადა მარგველაშვილმა. მან თქვა, რომ თავის მეუღლესთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად ხშირად არის დაკავებული სოფლის მეურნეობით.
მარგველაშვილმა ასევე დაამატა, რომ ბელორუსიაში ვიზიტისთვის საგულდაგულოდ ემზადება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები