რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
დღეს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანი უძღვებოდა. კომისიის წევრებმა მიმდინარე წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების საკითხები განიხილეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტები ითვალისწინებს: მუნიციპალიტეტებში გზების, ხიდების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და ტროტუარების მოწყობა – რეაბილიტაციას, ასევე, სასმელი წყლის სისტემებისა და გარე განათების მოწესრიგებას.