დიდ ბრიტანეთს შტორმი „დორისი“ დაატყდა თავს (ვიდეო) 

დიდ ბრიტანეთს შტორმი „დორისი“  დაატყდა თავს. სტიქიის გამო, ჰითროუს აეროპორტში 77 რეისი გაუქმდა. მეტეოროლოგები ზოგიერთ რაიონში წყალდიდობის საფრთხეზე საუბრობენ.
შოტლანდიაში ქარბუქმა 15-სანტიმეტრიანი თოვლი მოიტანა. ინგლისსა და ირლანდიას შორის ყველა ავიარეისი გაუქმდა, შეზღუდვები დაწესდა მატარებლების სიჩქარეზე.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქარის სიძლიერე დღეს შემცირდება, თუმცა წვიმა კიდევ რამდენიმე დღეს შენარჩუნდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები