პაკისტანში მომხდარი ტერაქტის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა პაკისტანის ქალაქ ლახორში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. ტერაქტი იმ რაიონში მოხდა, სადაც ფეშენებელური მაღაზიები და რესტორნებია განთავსებული.
სააგენტო “როიტერის“ ინფორმაციით, მეორე აფეთქება პირველის შემდეგ რამდენიმე წუთში მოხდა და დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
პაკისტანში ბოლო რამდენიმე დღეში ტერაქტების სერია განხორციელდა. აფეთქებების შედეგად, საერთო ჯამში, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ხელისუფლებამ კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო. პაკისტანურმა ძალოვანმა უწყებებმა ავღანეთთან საზღვარიც კი დახურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები