მეცნიერები: დღეში 800 გრამი ბოსტნეულის და ხილის ჭამა სიცოცხლეს ახანგრძლივებს
ლონდონის Imperial college-ის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღეში 800 გრამამდე ხილის და ბოსტნეულის მიღება სიცოცხლეს ახანგრძლივებს. მათი გაანგარიშებით, ამით წელიწადში 7,8 მილიონი ნაადრევი სიკვდილის პრევენციაა შესაძლებელი.
ექსპერტებმა ეს დასკვნა ჩატარებული 95 სხვადასხვა კვლევის საფუძველზე გამოიტანეს, რომლის დროსაც 22 მილიონამდე ადამიანის კვების რაციონი იყო შესწავლილი. ასე, მაგალითად, სიმსივნის დაავადებათა რისკს მწვანე და ყვითელი ფერის ბოსტნეული ამცირებს, როგორებიცაა ბულგარული წიწაკა და მრავალფერიანი კომბოსტო.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს რაც შეეხება, მათ პრევენციას ხელს უწყობს ვაშლი, მსხალი, ციტრუსი, სალათი და ზოგიერთი ბოსტნეული.
დასკვნები ჟურნალ International Journal of Epidemiology-ში გამოქვეყნდა.