მამუკა მდინარაძე: საპატრიარქო გამოძიებას სრულად ენდობა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპონენტებს მოუწოდებს, საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები არ გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის და დაელოდონ გამოძიებას, რომელსაც საპატრიარქოც ენდობა.
„ვნახეთ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები პატრიარქის მხრიდან, ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდან, სადაც ისინი ნათლად მიუთითებენ, რომ ენდობიან გამოძიებას და ამ ფონზე, სამწუხაროა, რომ გარკვეული პირები ცდილობენ ამ თემის პოლიტიკური მიზნებისთვის  გამოყენებას. მე მათ ვთხოვ, ასევე, ვთხოვ ნებისმიერ ადამიანს, ეს იქნება ჟურნალისტი თუ საზოგადოების სხვა წარმომადგენელი თუ პოლიტიკოსი, რომ თავი შევიკავოთ ამ ძალიან სენსიტიურ საქმესთან დაკავშირებით მსგავსი განცხადებების გაკეთებისგან და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ურთიერთთანამშრომლობით, გამოძიების ბოლომდე მიყვანით, სიმართლეს აეხდება ფარდა. საბოლოო ჯამში, ჩვენ გავიგებთ იმ სიმართლეს, რომელიც არის საზოგადოებრივი დაკვეთა და რომელიც არის ჩვენი და ყველას ინტერესი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დეკანოზი გუშინ საღამოს კლინიკიდან ისევ ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს
დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე 10 თებერვალს დააკავეს. მთავარი პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს, ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და განუცხადა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ეს უკანასკნელი  მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფას აპირებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები