იემენში არაბეთის გაერთიანებული საემიროების ძალების სარდალი მოკლეს

იემენში არაბეთის გაერთიანებული საემიროების ძალების სარდალი და რამდენიმე მაღალჩინოსანი ოფიცერი მოკლეს. თავდასხმა ქალაქ მოხაში მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
სააგენტო AhlulBayt-ის ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში სარდალი ავტომობილით გადაადგილდებოდა. მასთან ერთად იემენის არმიის გენერალ-მაიორი აჰმედ საუფ ალ იაფია დაიღუპა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ამბოხებულმა ხუსიტებმა სარდლის მანქანას რაკეტა ესროლეს.
იემენში 2014 წლიდან სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. 2015 წლის მარტში ამბოხებული ხუსიტების წინააღმდეგ კამპანიაში საუდის არაბეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ჩაერთო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები