2030 წლისთვის სამხრეთ კორეაში ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 90 წელი იქნება

როგორც „ბი ბი სი“ იუწყება, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სამხრეთ კორეა 2030 წელს პირველი ქვეყანა გახდება, სადაც ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 90 წელი იქნება, რაზეც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა  კვლევები მიუთითებს.
ამავე პერიოდისთვის ქალთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა სხვა ქვეყნებშიც გაიზრდება. იაპონიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და შვეიცარიაში ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 88 წელი იქნება.
რაც შეეხებათ კაცებს, მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა სამხრეთ კორეაში, ავსტრალიასა და შვეიცარიაში 2030 წლისთვის 84 წელი იქნება.
სამხრეთ კორეაში ცხოვრების ხანგრძლივობის გაზრდა ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას და ჯანდაცვის სისტემის ხარისხს უკავშირდება. მოსახლეობა კარგად იკვებება და მათ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებისადმი წვდომა აქვთ.
მეცნიერები ამას იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ სამხრეთ კორეაში და იაპონიაში ჭარბი წონის პრობლემა ნაკლებად შეინიშნება, ხოლო ქალების უდიდესი ნაწილი არამწეველია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები