თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია ”თელასის” ინფორმაციით, გლდანის რაიონში აღრიცხვის კვანძის მოწესრიგების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქერჩის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიათურის, სიმონ ჩიქოვანის და ახალშენის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები