“პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მიმართულებით გარკვეული ღონისძიებებია დაგეგმილი”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქალთა მონაწილეობის გაზრდის მიმართულებით, როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დაგეგმილია ღონისძიებები.
“მოხარულები ვართ, რომ პარლამენტი მასპინძლობდა მნიშვნელოვან ღონისძიებას გაეროს განვითარების პროგრამასთან და შვედეთის საელჩოსთან ერთად. ეს ღონისძიება ეძღვნებოდა ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს გარკვეული ღონისძიებები დაგეგმილი და აქტიურად ვიქნებით ჩართული იმ პროცესებში რომელიც არის დაკავშირებული ქალთა მონაწილეობის გაზრდასთან, როგორც პოლიტიკური ასევე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ხვალ განიხილება რამდენიმე კანონპროექტი, მათ შორის პაკეტი, რომელიც დაკავშირებულია ქალთა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობასთან. ეს კანონპროექტები განიხილება პირველი და მეორე მოსმენით.

“ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომ დაჩქარებული წესით მივიღოთ შესაბამისი პაკეტი. ჩვენ, პირველ რიგში, განვიხილავთ კანონპროექტებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავჯდომარემ აღნიშნა, რომ კანონპროექტი შემუშავდა ფართო მსჯელობის და დისკუსიის საფუძველზე და ეს პაკეტი არის შესაბამისობაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. სამუშაო პროცესში არ არის გამორიცხული კანონპროექტში ცვლილებების შეტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები