სოფო კილაძე ბუნდესტაგის წევრს შეხვდა

საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრი, აქსელ ფიშერი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. სოფო კილაძემ გერმანელ სტუმარს საქართველოში მიმდინარე პროცესები გააცნო და იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება.
„გერმანია საქართველოს კარგი პარტნიორია როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით. გერმანელ კოლეგასთან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გავმართეთ, რომელზეც ბევრი მიმართულებები მიმოვიხილეთ, განსაკუთრებული ყურადღება კი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტზე გავამახვილეთ. შეხვედრაზე ბუნდესტაგის წევრის მხრიდან დადებითი და მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ. ვფიქრობ, რომ მისი საქართველოში სტუმრობა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამყარების კუთხით, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება”, – განაცხადა სოფო კილაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლადო ჭანტურია დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები