სოფიო შამანიდი ათენის სამედიცინო ცენტრს ეწვია

 პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულ ათენის სამედიცინო ცენტრს ეწვია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცენტრი უკვე მეორე წელია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება და საბერძნეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს შესაძლებლობას აძლევს უფასო სამედიცინო მომსახურება მიიღონ. დღემდე ცენტრის მომსახურებით 5703 კაცმა ისარგებლა.
პრეზიდენტის მრჩეველი ასევე ეწვია ათენში სირიელი ლტოლვილების თავშესაფარს Welcommon, სადაც 200-მდე სირიელია და რომლებსაც ასევე აქვთ საშუალება საჭიროების შემთხვევაში ქართულ ჯანმრთელობის ცენტრსაც მიმართონ და მათ უფასოდ მიიღონ სამედიცინო მომსახურება.
თავშესაფრის ხელმძღვანელი და ემიგრანტთა ფორუმის პრეზიდენტი და ქართული ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების დადებას გეგმავენ, რომლის ფარგლებშიც სირიელ ლტოლვილებს ქართული ცენტრი მოემსახურება, ხოლო სირიელი ექიმები, რომლებსაც საბერძნეთში მუშაობის ლიცენზია აქვთ, კონსულტაციებს გაუწევენ საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ პაციენტებს.

16901692_1394928413862981_1037346466_n

16839545_1394928317196324_1930043181_n

16901785_1394928157196340_856492550_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები