ლაშა კილაძე: ვიღაც არის მეტადონის მიწოდების სერვისის ხელში ჩაგდების მსურველი

 “ფინანსური კუთხით, რეგიონში ფსიქიატრიული განყოფილების შენახვა არცთუ ისე სახარბიელოა”,- ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა კილაძემ განაცხადა.
ლაშა კილაძის განმარტებით, ფსიქიკური რეაბილიტაციის პროგრამები მომგებიანი არ არის, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია, რეგიონებში სერვისი შეინარჩუნოს.
„მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანიები, თითქოს ჩანაცვლებითი რეაბილიტაციის პროგრამებში ჩვენი მხრიდან ფინანსური დაინტერესებაა. ჩატარდა ამასთან დაკავშირებით ბრიფინგიც, რის გამოც მივმართავთ პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორს და ბრიფინგის ორგანიზატორებს მოუწევთ ბოდიშის მოხდა. რეალობაში, ფსიქიატრიული სერვისები საკმაოდ არასახარბიელოა ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვართ სახელმწიფო ორგანიზაცია და ვალდებული ვართ, ვაარსებოთ ეს სერვისები.
მე აქ არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაც არის მეტადონის მოწოდების სერვისის წილში ჩაგდების მსურველი. ამ კამპანიის მასშტაბურობის გაზრდასაც ველოდები, რადგან ვხედავთ, რომ ამას პერმანენტული ხასიათი მიეცა, ეს ყველაფერი ხდება ჩვენი ცენტრის ხელში ჩაგდების მიზნით.
ამასთან დაკავშირებით, ბევრი იღვწოდა, მაგრამ ის ბიზნესგეგმა, რაც ამ ორგანიზაციებს გააჩნდათ, ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი, რადგან ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანის ბედი არ უნდა იყოს ბიზნესის წყარო, ეს არის უზნეობა“, – განაცხადა ლაშა კილაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები