დავით ნარმანია: საჭიროდ არ ჩავთვალეთ ჩვენი წარმომადგენლების გაგზავნა საკრებულოში 

„დღევანდელი შოუ არ შედგა“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა დედაქალაქის მერი თბილისის საკრებულოში მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის შესახებ მერიის წარმომადგენლების დაბარებას.
დავით ნარმანიას განცხადებით, ქონების გადაცემასთან დაკავშირებით, ყველა მასალა გადაგზავნილია პროკურატურაში და მიმდინარეობს გამოძიება.
საკრებულოში მერიის წარმომადგენლებს დღეს ელოდებოდნენ.
“ჩვენ არაერთხელ მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება, რაც ჩვენ მივიღეთ, არის აბსოლუტურად კანონიერი. ამიტომაც არ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად პოლიტიკური შოუს სანახავად და მოწყობის მიზნით ჩვენი წარმომადგენლების გაგზავნა საკრებულოში. შესაბამისად, დღევანდელი შოუ არ შედგა. თუ ვინმეს რამეში ეპარება ეჭვი, მასალები რეაგირებისთვის გადაგზავნილია პროკურატურაში. ამ საკითხთან დაკავშირებით, გამოძიება ჩატარდება, თუმცა გამოძიებისთვის არა მგონია რაიმე საინტერესო იყოს“, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები