სალომე და ოთარ ზურაბიშვილებმა ეროვნულ ბიბლიოთეკას უმდიდრესი არქივი გადასცეს

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას სალომე და ოთარ ზურაბიშვილებმა მამის, ლევან ზურაბიშვილის უმდიდრესი არქივი გადასცეს.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ განუცხადა, საქართველოს და ეროვნულ ბიბლიოთეკას უმნიშვნელოვანესი არქივი გადაეცა.
„სალომე და ოთარ ზურაბიშვილებმა მამის, ლევან ზურაბიშვილის უმდიდრესი კოლექცია გამოგვატანეს, ასობით უნიკალური გამოცემა. მათ შორისაა არაერთი ძველნაბეჭდი წიგნი, მაგალითად: შარდენის პირველი გამოცემა, მარი ბროსეს მრავალტომეული, პარიზის ბალმონტისეული „ვეფხისტყაოსანი”, „მოამბის“ წლიური კომპლექტები და ა.შ”, – აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები