თბილისის ერთ-ერთ უძველეს საკულტო ნაგებობას – „ათეშგას” ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლ „ათეშგას” ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა.
ათეშგა თბილისის ერთ-ერთი უძველესი საკულტო ნაგებობაა. იგი კალას უბნის ზედა ნაწილში, ნარიყალის ციხის ქვეშ, გომის N3-ში მდებარეობს. ათეშგა საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემელთა ერთადერთი შემორჩენილი ჩარდახი-ტაძარია. ნაგებობა, ზოროასტრული ცეცხლის ტაძრებისათვის დამახასიათებელი ტრადიციული გეგმარებითა და სტრუქტურით არის ნაშენები, რომელსაც ძველ ქართულად არტოშანს უწოდებდნენ. ათეშგას კოშკურა ნახევარსფერული გუმბათით, თბილისის თითქმის ყველა საარქივო გრაფიკულ გამოსახულებაზეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები