პროექტ „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი საწარმოს პროექტი დამტკიცდა

მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი საწარმოს პროექტი დამტკიცდა. საწარმო მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღდგომიანთკარში დაარსდება, რისთვისაც კომაპნია „GOLDEN GRAINS “-ს, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა.
საკუთრებაში გადასაცემ უძრავ ქონებაზე კომპანია ცხოველების, ფრინველების და თევზების საკვების დამამზადებელი საწარმოს შექმნას და ამოქმედებას არაუმეტეს 2 წლის ვადაში გეგმავს. “GOLDEN GRAINS” სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულების შესასრულებლად 174 980 ლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.
მინისტრთა კაბინეტმა მოიწონა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის N150დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”. პროექტი კოოპერაციული ტიპის თხის და ცხვრის რძის საწველი და ყველის დამამზადებელი დანადგარებით აღჭურვილი საწარმო კოოპერატივის მეპაიეებს საშუალებას მისცემს, საწარმოო პროცესი განახორციელონ HACCP-ის სტანდარტის შესაბამისად და დაიცვან „რძის და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით” გათვალისწინებული მოთხოვნები. თხის რძესთან ერთად, ყველის წარმოებით, ისინი განახორციელებენ ერთიან საწარმოო ციკლს, რითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება მათი შემოსავლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები