ნათელა გოხელაშვილის ახალი კრებულის – „სნაიპერის“ წარდგინება გაიმართება

22 თებერვალს, 18:00 საათზე, სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება ნათელა გოხელაშვილის კრებულის – „სნაიპერის” წარდგინება.

Exif_JPEG_420

როგორც „კვირას“ თავად მწერალმა განუცხადა, ახალ წიგნში მხატვრულ-დოკუმენტური ფორმით მოთხრობილია რეალური გმირების საბრძოლო ისტორიები საქართველოს უახლესი წარსულიდან.
საღამოს წარუძღვება პოეტი თემურ ჩალაბაშვილი.
ნათელა გოხელაშვილი დაიბადა გორის რაიონის სოფელ ძევერაში.  საშუალო სკოლა ამავე სოფელში დაამთავრა. დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსები და ჩანახატები დაიბეჭდა გაზეთებში: ,,მზეკაბანი“, არჩევანი“, ,,ზვიადის გზა“… გამოცემული მაქვს 7 პოეტური კრებული: ,,კოლხი პოსეიდონი“, ,,დიონისოს ძმადნაფიცი“, „ივერიის გაბრწყინება“, „პოეზია“, „თმოგველი“, „საბავშვო მოთხრობები და ლექსები“ და „სნაიპერი“.
მოთხრობა „სნაიპერი“ აფხაზეთის ომის რეალური გმირების ისტორიებს მოგვითხრობს, მათ შორის, სნაიპერი ქალის თავგანწირულ ბრძოლას სამშობლოსათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები