გალერეა „ვაჩე“ პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში მონაწილე მხატვრებსა და დიზაინერებს ეპატიჟება

23 თებერვალს, 19 საათზე, გალერეა „ვაჩე“  პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში მონაწილე მხატვრებსა და დიზაინერებს ეპატიჟება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გალერეა „ვაჩე“  დაარსების დღიდან დღემდე,  იყო, არის და იქნება ყველა იმ შემოქმედი ადამიანის გვერდზე, ვისაც სურს თავისი შემოქმედება საზოგადოებას უკეთ გააცნოს.16901656_1446980428670148_1929012610_n
გალერეა 23 თებერვალს, 19 საათზე, ყველა თავის მონაწილეს სერტიფიკატს გადასცემს.  აღნიშნული სერტიფიკატით  იმ ავტორებს დააფიქსირებს, ვისაც მონაწილეობა მიუღია ამ 8 წლის მანძილზე პერსონალურ, საქველმოქმედო  თუ ჯგუფურ გამოფენაში!სერტიფიკატების გადაცემა მოხდება  ეტაპობრივად.
სერტიფიკატის მფლობელებს   საშუალება ეძლევათ,  2017 წელს, საკუთარი,   მეგობრის ან მათთვის სასურველი  ადამიანის გამოფენა მოაწყონ, თავად დაგეგმონ  გამოფენის ინდივიდუალურობა.
ინგა ვაჩეიშვილის აზრით,  ეს ფაქტი ხელს შეუწყობს  ახალი ტალანტების აღმოჩენას. სწორედ  ამგვარი მიდგომითა და დამოკიდებულებით გალერეას და მათ სტუმრებს ენიჭებათ სტიმული და ახალი ხედვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები