რეზო ამაშუკელი: დამთავრდეს შეფარული თუ ღია წაწლობა, თორემ, მერე, გვიანი იქნება იდაყვზე კბენანი! ​

პოეტი რეზო ამაშუკელი ხელისუფლებას მიმართავს, გადამწყვეტი ზომები მიიღოს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან „პრანჭიაობა“ დაასრულოს. როგორც რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, თუ ხელისუფლება გადამწყვეტ ზომებს არ მიიღებს, ხალხის რისხვას დაიმსახურებს. ამავე ინტერვიუში პოეტი „რუსთავი 2“ -ის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟსაც ეხმაურება, “ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსულ დავით ბაქრაძეს კი აფრთხილებს.
„თურმე, „რუსთავი 2“ ყოფილა მართალი სიტყვის ბასტიონი, ხოლო ქალბატონი ნიკა გვარამია – დემოკრატიის ქურუმი! მაგ გარეწარმა გვარამიამ, როცა გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, აფხაზეთის დევნილ მთავრობაში დარეკა -მამაჩემს ვერ ვარჩენ და რამე სამსახური გამოუნახეთო. ის კი არა, ცოტა ხნის წინ, „კონჩიტა“ გვარამიამ მშობელი მამა ისე დაასაფლავა, მისთვის ჭიქა ღვინოც არ წაუქცევია და პირდაპირ რესტორანში გაქანდა, „დოისთან“ ერთად დრო რომ გაეტარებინა! უფრო მაგრად უნდა ეცემათ, იმიტომ, რომ ღირსია! აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივმართავ უკნიდან დაქოქილ თოჯინას, დავით ბაქრაძესა და მთელ მის მახინჯ ანტურაჟს: ქართველების სისხლში რომ ბუყბუყებთ, უეჭველად დაგსჯით ქართველი ხალხი! ცოტაღა გაკლიათ, რომ „კატა გამოთხაროთ“!
კიდევ ერთხელ მივმართავ და მოვუწოდებ ხელისუფლებას – დააპატიმრეთ გიგა ბოკერია! დააპატიმრეთ გიგა ბოკერია! და ეს მანქურთები მას „დომინოს პრინციპით” მიჰყვებიან! თუ ეს ხელისუფლება და ქართველი საზოგადოების ნაწილი კიდევ აპირებს ამ ვითომ დაშლილ “ნაციონალებთან” პრანჭიაობას, არ გამოვრიცხავ, რომ ხალხის რისხვა მთავრობაზეც გადანაწილდეს! გადამწყვეტი ზომების მიღების დროა! უნდა დამთავრდეს შეფარული თუ ღია წაწლობა, თორემ მერე, გვიანი იქნება იდაყვზე კბენანი”! – აცხადებს რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები