“ჯო უილსონის რეზოლუციაში ხდება ფაქტების დამახინჯება და ჩვენ ვერ შევეგუებით ფაქტების დამახინჯებას” – ნიკოლოზ სამხარაძე
“ჯო უილსონის რეზოლუციაში ხდება ფაქტების დამახინჯება და ჩვენ ვერ შევეგუებით ფაქტების დამახინჯებას”, – ამის შესახებ “იმედის კვირას” საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განუცხადა.
“ასამბლეის პრეზიდენტმა ჩვენ, რომ დარბაზიდან გავდიოდით მე მომართა პირადად და მითხრა, რომ არ იყო ეს კარგი აზრი იმიტომ, რომ თქვენ ქვეყანაშიც პარლამენტის დატოვება არ იყო კარგი გადაწყვეტილებაო. მას ეგონა, რომ ასამბლეას ვტოვებდით და შემდეგ რამდენიმე ადამიანი გამოგვყვა გარეთ, თუმცა მე დავამშვიდე ისინი. ნამდვილად არ ვფიქრობთ დატოვებას, არავის გავახარებთ ჩვენ იმით, რომ როდესაც მსგავსი ბრალდებები გაჟღერდება საქართველოს წინააღმდეგ დარბაზში მოპასუხე არ ჰყავდეთ. პრინციპში ჰააგის დეკლარაციამ შეიძლება ითქვას, რომ არაფერი არ შეცვალა, გარდა იმისა, რომ უსუსური მცდელობა გადაეწერათ ეუთო/ოდირის 2024 წლის საარჩევნო ანგარიში”, – განაცხადა სამხარაძემ.