კომპანია SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის რაკეტის პირველი საფეხური დედამიწაზე დაბრუნდა (ვიდეო)
კომპანია “SpaceX”-ის რაკეტის Falcon 9-ის პირველი საფეხური გაშვების შემდეგ, დედამიწაზე წარმატებით დაბრუნდა. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება. კომპანიიის წარმომადგენელთა განცხადებით, რაკეტის გაშვება ერთი დღით გადაიდო, ტექნიკური პრობლემების გამო. სატვირთო კოსმოსური ხომალდი Dragon საერთაშორისო კოსმოსურ ხომალდს ოთხშაბათს მიუერთდება.
შარშან სექტემბერში “SpaceX”-ის კოსმოსური ხომალდი სტარტის დროს აფეთქდა. მაშინ რაკეტა და ისრაელის საკომუნიკაციო თანამგზავრი AMOS-6 განადგურდა, რომლის ფასიც 200 მილიონ დოლარს შეადგენდა.